ღაზას სექტორში სამხედრო კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ჯაზირა ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 64 ბავშვია. დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობა 1 600-ს აღემატება.
ისრაელის მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან 12 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია სულ 300-მდე ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი განაგრძობს ოპერაციას, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.