“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ტანსაცმელი პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ათხოვა.“ჯაფარა მიდიოდა ნინო ჯანგირაშვილთან გადაცემაში. სკუტერით წასულა, გზაში გაუწვიმდა და სულ გალუმპული მივიდა ტელევიზიაში. მირეკავს მიშველეო, მე Taso Tkeshelashvili -ს დავურეკე შველის თხოვნით.
გადმოულაგებიათ აქუს პიჯაკები, გამზარდიას პერანგები და ხდება თურმე ერთი ამბავი ;დდ
ბოლო სერიაში მხსნელად გიგი უგულავა მოგვევლინა, რომელსაც თან ჰქონია ტანსაცმელი და მეგობარ ოპოზიციონერს დახმარების ხელი გაუწოდა.
Gigi Ugulava მადლობა გადარჩენილი ეთერისთვის ” – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” PR-სამსახურის ხელმძღვანელი თეკლა დალაქიშვილი და ფოტოსაც აქვეყნებს.