მომდევნო 18 თვის განმავლობაში, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე Pfizer-ი აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინის 1 მილიარდ დოზას მიაწვდის.
„ვაქცინების თანაბარი განაწილება ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამიტომაც, უახლოესი 18 თვის განმავლობაში, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მივაწვდით, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.