"თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას", - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი არ იქნება, თბილისში გზები გადაიკეტება.
"ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამმზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით.
თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმრავლე", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.