ENKA განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მზად არის გააგრძელოს დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათთვის ქვეყნის თითოეული მოქალაქის აზრია მნიშვნელოვანია.
„გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.
ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ თუ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ არ მიიღება, ისინი თბილისის პარალიზებას მოახდენენ.