მომღერალმა დათო არჩვაძემ გადაცემაში “ფარული კონვერტი” ყოფილ მეუღლესთან ხმაურიან განქორწინებაზე ისაუბრა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ოჯახის დანგრევამ მისი და მისი შვილის ურთიერთობა შეიწირა. მას შვილთან მიახლოვება ეკრძალება.
“10 წელი საერთოდ, ამ თემაზე არცერთი ჟურნალისტისთვის არ მიმიცია ინტერვიუ. ნეტა უყურებდეს ამ გადაცემას. რამოდენიმე წელია საერთოდ, ვერაიანი ურთიერთობა ვეღარ მაქვს… გავიდა დრო და სხვა კუთხით ვუყურებ ამ ყველაფერს. ამ იარას ვერაფერი მოაშუშებს. ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა ოჯახის დანგრევას…
ყველა ჩაერია, მარტო მშობლები არა… ძალიან დიდი უსიამოვნებები იყო, ელემენტარული ბავშვი წამოყვანაზე. პირველი ორი წელი ძალიან ცუდად ვიყავი. მაგრამ შემდეგ წერტილი დავსვი. ღმერთიც კი ვერ ჩაერეოდა…
სასამართლოთი მეკუთვნის წამოყვანა, ერთი ღამით დარჩენა, მაგრამ ბავშვს ჩაუნერგეს, რომ მამას არ უნდა გაჰყვეს… იქ მისულს პატრულიც კი დამხვედრია” – თქვა მომღერალმა.