მამა ათინოგენემ, რომელიც უკვე 15 წელია ჭყონდიდის ეპარქიაში ცხოვრობს, საზოგადოებას თავი იმერული კილოთი წარმოთქმული ფრაზით – „ადგა, კაცო და რა ქნა, იცი? დეიწყო ლოცვა“ – დაამახსოვრა, როდესაც ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.
მონაზონი საკუთარი ცხოვრების დეტალებზე „ნანუკას შოუში“ საუბრობს.
„დამოუკიდებლობას გილოცავ, ერო“ – ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგთან შეხვედრისას დააფიქსირეს
„იყო ისეც, რომ მინდოდა ოჯახის შექმნა და ჩემი ოჯახით და შვილებით მედიდებინა ღმერთი და მესწავლებინა ჩემი შვილებისთვის ღვთის დიდება, ღვთის სიყვარული, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად ინება. ვინც საცოლედ მყავდა არჩეული, მას თავიდან მონაზვნობა უნდოდა, ის ახლა ოჯახშია და მე ვარ მონაზონი“, – ამბობს მამა ათინოგენე.