“ჩემი გუნდის მოთამაშეებს რომ ვარჩევდე ამ სუბიექტს დუბლებშიც არ შევარჩევდი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის შესახებ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, რომ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მას დაუკავშირა გახარია, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის თამაშს თამშობს. ამაზე სააკაშვილის პასუხი ასეთია:
“ჩემი გუნდის მოთამაშეებს რომ ვარჩევდე ამ სუბიექტს დუბლებშიც არ შევარჩევდი. ნამდვილად არ მქონდა დრო მეყურებინა ამ საცოდაობისთვის, თუმცა სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ნინო ჟიჟილაშვილმა და თამრიკო ბაღაშვილმა ჰაერში ააგდეს და აღარ ჩამოუშვეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.