მესამე პრეზიდენტი მე უნდა ვყოფილიყავი სააკაშვილს და ივანიშვილს გადატრიალება რომ არ მოეწყოთ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მესამე პრეზიდენტი მე უნდა ვყოფილიყავი ამას [სააკაშვილს] და ივანიშვილს გადატრიალება რომ არ მოეწყოთ ვარდების რევოლუციის სახელით 2003 წელს”, – თქვა ნათელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე – “მე მგონი წინ გაქვთ ყველაფერი”, – პასუხობს:
“შეიძლება ამაზე დიდად თავი არ მოვიკლა, უბრალოდ გავიხსენე ისტორია.
მე მინდა ჩემი ქვეყნის ბედნიერება, ამისათვის თუნდაც მღვიმეში მომიწიოს ბერად წასვლა, წავალ”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.