ეს ბანძი ჭორვილელის მსახურები, ერთუჯრედიანი ოროსნები, ესაა დეპოლიტიზებული პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“რაც შეეხება პოლიციის დეპოლიტიზაციას, გეტყვით ერთ ძალიან სასაცილო ისტორიას. სუს-ი მუდმივად ცდილობს ჩემ ტელეფონში შემოძრომას. მერე ტელეფონი მეუბნება, მცდელობა იყო თქვენ ექაუნთში შესვლის და გვაჩვენებენ თბილისიდან დუშეთს შორის. არ ვიცი, იქ რა სადგური აქვთ. უნდა ვთქვა, რაში იხდის ივანიშვილი ტყუილად ფულს. იცით როგორ შემოდიან ხოლმე? თუ იმეილს გახსნი, შიგ არის ვირუსი და მერე ხედავენ შენ სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას და ა. შ.
გიორგი კე მწერს: “გამარჯობა ბატონო მიხეილ, გვაქვს ახალი კომპრომატი. ამაზე არ ვახდენ რეაგირებას. ერთი კვირის შემდეგ: “ახალი ჩანაწერი ღარიბაშვილის და ბერასი, დაუყოვნებლივ მხოლოდ თქვენთვის”. კიდევ არ ვხსნი. მერე კიდე რაღაცა და ბოლოს მწერენ: “ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვევა. ოღონდ დაავიწყდათ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვევა უწერიათ ქართულ ენაზე. იფიქრეს, ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერს თუ არ ხსნის, ოქსფორდის უნივერსიტეტისას ხომ გახსნისო. ოღონდ დაწერეს ქართულ ენაზე ამ უდღეურებმა. ეს არის თქვენი დეპოლიტიზებული პოლიცია. ეს მართლა ბანძი ჭორვილელები. ჭორვილელებს რას ვერჩი, ერთი ჭორვილელია. ბანძი ჭორვილელის მსახურები, ერთუჯრედიანი ოროსნები. ეტყობა უნდა დავხამდე, ვაიმე სადღაც მომიწვიეს, ლექცია უნდა წავიკითხო და რაღაცა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.