“იმედთან” დაკავშირებით ყოველთვის ისეთი მოსაზრება გვქონდა, რაც დღეს გვაქვს, – ასე უპასუხა გადაცემა “რეაქციაში” დებატებისას პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს კითხვაზე, – ახლა გაიგეს, რომ “იმედი” სამთავრობო არხია?
“ჯერ გავრცელდა როგორც “იმედის” განცხადება, მერე შეიცვალა და გავრცელდა, როგორც დირექტორის განცხადება. ესეც რაღაც-რაღაცებზე მეტყველებს. ეს განცხადება თავისი შინაარსით და იქ დასმული აქცენტებით ცალსახად მიუთითებს იმაზე, რაზეც გიორგი გახარიამ ისაუბრა რამდენიმე დღის წინ. ამაზე ერთგვარი პასუხია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ კი ჰკითხა: “ახლა გაიგეთ “იმედი” რომ სამთავრობოა?
ორი საკითხი მინდა შევახსენო საზოგადოებას. ერთი ეს არის – “გარეჯი საქართველოა”. ეს არის უმძიმესი თემა. როდესაც ორი ადამიანი უდანაშაულოდ დააკავეს. მეორე თემა, ისნის საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს და მაგალითად ჩემ მშობლებს მიუვიდათ საშინელი შეტყობინება რომ დეკანოიძე არის მკვლელი და ამ დროს “იმედზე” როგორი პროპაგანდა იყო”, – თქვა დეკანოიძემ, რასაც ნათია მეზვრიშვილი პასუხობს:
“მარტივად გეტყვით, “იმედთან” დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ისეთი მოსაზრება გვქონდა, როგორიც დღეს გვაქვს. ამაში არაფერი დასამალი არ არის”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.