“არ დავთმობთ, არ დავემორჩილებით ლიბერალებს” – ასე მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ამბიონიდან საზოგადოებას. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის გაღიზიანება ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე სასამართლოს განჩიენბამ გამოიწვია.
მეუფე სტეფანეს თქმით, კანონი ქრისტიანობას ეწინააღმდეგება და არ დაემორჩილებიან.
“ღმერთის ნაცვლად გვმართავს ლიბერალიზმი, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონის უზენაესობას, რომელსაც გვითხზავენ და გვიწერენ ლიბერალები, წამოენთნენ და დაიწყეს პროპაგანდა-აგიტაცია. ჩვენ შევეწირებით და ასეთ რაღაცას არ დავთმობთ, არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს და არც ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდგოა. დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი” – თქვა მეუფე სტეფანემ ამბიონიდან.