დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. ახალშობილ გოგონას სრული სახელი ლილიბეთი "ლილი" დაიანა მოუნთბათენ-უინძორია. ინფორმაციას BBჩ ავრცელებს.
ჰარის და მეგანის ქალიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში დაიბადა.
წყვილის მიერ გავრცელებული განცხადებით, დედა და შვილი ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ.
როგორც წყვილი აცხადებს, გოგონას ორი სახელი შეურჩიეს. ლილიბეთი დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესას, ჰარის დედის პატივსაცემად.