„უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„ბიძინა ივანიშვილი - „თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი".
უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს, რომ მისი სახელით მანიპულირებაში და ხმების პარაზიტობაში გამხილოს.გარსი საკუთარი შიგთავსის გარეშე, იმიჯი შინაარსის გარეშე, ესაა ამ ახალი პოლიტიკური ძალის სამწუხარო კონსტრუქცია. იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან მასთან გაერთიანებული ადამიანები, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცეული, გუნდის მიმტოვებელი და სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.