ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის ვარიანტების გაზრდილი გავრცელების გათვალისწინებით, შეზღუდვების ძალიან სწრაფად მოხსნა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ვაქცინირებული არ არის.
„ამ ქვეყნებში შემსუბუქებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომები, რომელმაც ხალხის დაცვას შეუწყო ხელი, მაგრამ ამ ზომების შემსუბუქება ფრთხილად უნდა მოხდეს, ხოლო კორექტირება კი ვირუსის ცირკულაციისა და რეაგირების შესაძლებლობების შესაბამისად უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.