აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ ათასობით იმიგრანტს არ ექნება საშუალება, მიიღოს მუდმივი ბინადრობის უფლება.
ელენა კაგანმას განცხადებით, აშშ-ში უკანონოდ შესულ პირებს, რომლებსაც დროებითი დაცვის სტატუსი აქვთ, ქვეყანაში მუდმივად დასარჩენად „მწვანე ბარათის“ მიღებას უკრძალავს.
დროებითი დაცვის სტატუსი ამ ადამიანებს დეპორტაციისგან იცავს და ლეგალურად დასაქმების უფლებას აძლევს.
დროებითი დაცვის სტატუსით აშშ-ში ამჟამად 12 ქვეყნიდან ჩასული 400 000 ადამიანი სარგებლობს.„გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს TPS– ს მქონე ემიგრანტებზე, რომლებიც თავდაპირველად ლეგალურად შემოვიდნენ აშშ-ში და ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩა ქვეყანაში, ამ პირებს აშშ-ის მუდმივი ბინადრობის მოთხოვნის უფლება აქვთ“ - აღნიშნა კაგანმა.