ცნობილი პროფესორი, რეკონსტრუქციული ქირურგი – დავით ციციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა” აქვეყნებს, რომლსაც ბ-ნი დავითი ხელმძღვანელობდა.
„კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა”, ღრმა მწუხარებას გამოთვქამს ყველასათვის უსაყვარლესი, თბილი, უნიჭიერესი, განუმეორებელი ადამიანის და პლასტიკური ქირურგის ბატონ დავით ციციშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ყველა მის ახლობელს!” – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.