ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მან ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს ტურნირში, 73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, შვედი ტომი მასიასი დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.