“ეს ერთი და მეორე, მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი. სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, მაინც ირაკლი კობახიძემ მოგიგოთ ეს ბრძოლა, გახარია ასე პასუხობს:
“მე საერთოდ არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ. ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან და სხვების აზრის გამხმოვანებლები არ იყვნენ. ეს ერთი და მეორე, მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი. სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა”, – თქვა გახარიამ.
კითხვაზე, ანუ კურღელია კობახიძე და პარტიაშიც უთქვამს ეს, პასუხობს:
“ბევრი რამე მითქვამს. გადავფურცლოთ”, – თქვა გიორგი გახარიამ.