ექიმ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ამ ფაქტს არაერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი თუ ცნობილი სახე გამოეხმაურა.
გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის “დაპირისპირებას“ კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილიც ეხმაურება.
კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ამ ქალმა რატომ გაითხარა საფლავი თავისით? “გაგეკეთებიათ” ან თავისივე ლოგიკით რაღატომ ზის ჟურნალისტის ამპლუაში?”, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა „პრაიმშოუში“ კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.