ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდურ შტამზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% მოდის.
ბოლო მონაცემებით. დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირების 75 953 შემთხვევა დადასტურდა.
ახალი მონაცემებით, AstraZeneca-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების ერთი დოზა 75%-ით, ხოლო ორი დოზა 94%-ით ეფექტურია ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.
17 ივნისს ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.