ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის სასამართლო დავა დასრულებულია. ბრიუსელის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილია. ამის შესახებ Euronews იუწყება.
სასამართლო დავა მხარეებს შორის 2021 წლის იანვრიდან გრძელდება. კერძოდ, ევროკავშირი ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას პრეპარატის მიწოდების ვადების ჩაშლაში ადანაშაულებდა. ივნისამდე AstraZeneca-ს ევროკავშირში 300 მლნ დოზა ვაქცინა უნდა მიეწოდებინა, მაგრამ კომპანიამ ევროკავშირს მხოლოდ 100 მლნ დოზა მიაწოდა.ევროკავშირი ადანაშაულებდა კომპანიას, რომ ის უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებს, ერთ- ერთია დიდი ბრიტანეთი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-მ 2021 წლის 27 სექტემბრამდე ევროკავშირს ვაქცინის 50 მლნ დოზა უნდა მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თითოეულ არმიწოდებულ ვაქცინაში 10 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თავის მხრივ AstraZeneca კმაყოფილია იმით, რომ სასამართლომ უარყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ კომპანიამ სექტემბრის ბოლომდე საერთო ჯამში ვაქცინის 300 მლნ დოზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირს AstraZeneca-ს მიერ სხვა მხარეებთან გაფორმებულ კონტრაქტებთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ გააჩნია.