ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. კიმ ჩენ ინმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულმა კადრებმა,მისი ჯანმრთელობის შესახებ ჭორები გააღვივა.
ინტერნეტში გავრცელდა კიმ ჩენ ინის გადიდებული ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ საათის სამაჯური, რომელიც მას უმეტესად უკეთია და რომლის ღირებულებაც 12,000 დოლარია, შევიწროებულია.ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სკანდალში ეხვევა. გასულ წელს კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში იმდენად იშვიათად ჩნდებოდა, რომ მედია მისი გარდაცვალების ვერსიასაც არ გამორიცხავდა. დადიოდა ხმებიც, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კომაშია. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ მას მძიმე დაავადება აქვს, რის გამოც უფლებამოსილებების ნაწილი მის დას გადაეცა.
ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტულობის გამო, ეს ცნობები ვერ დასტურდებოდა, კიმ ჩენ ინი კი საზოგადოებაში პერიოდულად მაინც ჩნდება.