8 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება.
"პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი იშვიათად ხვდება სრულიად უცხო გარემოში. სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ. პედოფილი, რომელიც სასტიკ ძალადობას ჩადის, ყოველთვის რჩება საზოგადოებისთვის საშიშ პირად, ამიტომ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით.
ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. მოძალადის შვილებსაც ესაჭიროებათ ფსიქორეაბილიტაცია, იმავე მიზნით, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება," – წერს ნათია ფანჯიკიძე.