სწორად შერჩეული სამედიცინო ბალიში ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლების დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე, ის სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. სამედიცინო სფეროს წამრმომადგენლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორთოპედიული ბალიში კისერს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. მისი გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი აწუხებს.
რა ტიპის სამედიცინო ბალიშები არსებობს?
სამედიცინო ბალიში არსებობს თითქმის ყველა ორთოპედიული პრობლემისათვის. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• საბავშვო ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია 2 ან 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. მისი მეშვეობით ხერხემალი სწორად ფიქსირდება .
• რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუ გულძმარვა გაწუხებთ. ბალიშს აქვს ამაღლებული ზედაპირი, რაც სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ეს კი საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
• ორთოპედიული კისრის ბალიში - თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს.
• ზურგის ბალიში - დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან, რაც ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. მისი გამოყენება იდეალურია მაათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.
• სამგზავრო ბალიში - უზრუნველყოფს მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობას. მისი განსაკუთრებული ფორმა თავისა და კისრის მიდამოს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.
• სავარძლის ბალიში - რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა უწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას.
ვისთვის არის რეკომენდებული სამედიცინო ბალიშების გამოყენება?
სამედიცინო ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. თუმცა მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა ეს პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. სამედიცინო ბალიშების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: Infomedical.