ბიზნესმენი ლევან ვასაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი იშვიათი და რთული დაავადების, თუმცა, მისივე განმარტებით, დამატებითი გამოკვლევებია ჩასატარებელი, რის გამოც მოსკოვში უნდა გაფრინდეს.
"თურქეთში ჩემი სამედიცინო კვლევები დამთავრდა. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც.
რადგან ასეა და თუ ასეა, გადავწყვიტე, აზრი დავეკითხო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ, კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას, დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით თავისი პირველი შეხედულებები გამოთქვა და მირჩია, რომ საჩქაროდ მასთან ჩავიდე რათა მისი ხელმძღვანელობით ჩატარდეს კვლევაც და მკურნალობაც.
მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და იძულებული ვარ დღეს სტამბოლიდან მოსკოვში გადავფრინდე", – ამბობს ვასაძე.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად დამძიმების შესახებ ინფორმაცია 24 ივნისს გავრცელდა.