რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო „მდუმარე აქცია“ მიმდინარეობს, რადიკალური დაჯგუფების წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.
ადგილზე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. დაკავებულია კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე პირი.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. აქციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.