„ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი) ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.