საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა. რეჯებ ჟორდანია 99 წლის იყო.
მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა-ბულეზი ავრცელებს.
„რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი, გარდაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში.
მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული… მამამისის და დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის ერთგული“,- წერს ქრისტინე სოციალურ ქსელში.