პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, არ მოსწონს, როდესაც პარლამენტში დეპუტატი კაცი და "მანდილოსანი" ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან.
"მე არ მომწონს ის ქაოსი რაც ხდება, არ მომწონს პარლამენტში ცემა-ტყეპა, არ მომწონს, როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან — არ მომწონს! ვფიქრობ, რომ ეს არც თქვენ არ მოგწონთ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ და ჭორაობაში და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვები მისახედია, ჩვენი ხანდაზმულები მისახედია და სახელმწიფოა ასაშენებელი", — ამბობს გახარია.