გახარიას შეუძლია მათი ხმები წაიღოს, ვინც არჩევნებზე არ დადიოდა, რაც “ოცნების” შანსებს შეამცირებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
_ რაც შეეხება პარტიულ არჩევნებს, აქაც გახარიას ხმები იქნება გადამწყვეტი იმაზე, მიიღებს თუ არა 43%-ს „ოცნება“, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნოს?
_ ალბათ ბევრი ფაქტორი ერთად და მათ შორის გახარიას ფაქტორიც, რადგან თუკი გახარია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო, მას აქვს შანსი წაიღოს იმ ამომრჩევლის ხმები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიოდა. იმიტომ, რომ არც „ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალები“. თუკი ეს ხმები აიღო, ბუნებრივია, ეს შეამცირებს „ოცნების“ პროცენტებს.
_ აქვს შანსი მეორე ადგილზე გავიდეს?
_ მეორეზე გავა თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ საიმისო ხმები, რომ ამან იმოქმედოს „ქართული ოცნების“ 43%-იან ბარიერზე, ანუ იმაზე, რომ „ოცნება“ ვერ გადალახავს ამ 43%-იან ზღვარს, ამის შანსი აქვს.