ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს გამოეხმაურა.
„მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი არ მახსოვს, არც კაცი პოლიტიკოსისგან, არც ჰიტლერისგან, არც ფრანკოსგან, არც პინოჩეტისგან და მისი თანამებრძოლებისგან.
ასეთი რაღაცა, რომ ჟურნალისტის მიკროფონს შეეხო, შეეცადო ჟურნალისტის დათრგუნვა, საქმეები ურჩიო ქურდული წესებით და „მე შენ ბეჭებზე დაგცემ“ - ეს არ ახსოვს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას. რატომ ხდება მაინცდამაინც ასეთი საოცრებები ჩვენს ქვეყანაში, მე განცვიფრებული ვარ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.