აჭარის პროკურატურა კაცს შვილის გაუპატიურებაში, მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მუქარასა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
არსებული ინფორმაციით კაცი საკუთარ არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა.
მომხდართან დაკავშირებით სასამართლო პროცესი , ბათუმის საქალაქო სასამართლოში დახურულ სხდომაზე განიხილავს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
აჭარის საქალაქო სასამართლო კაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.