ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მიღებას დროებით შეწყვეტს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 34 პაციენტია.
„ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალში იმყოფება 34 პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი გაეწერებიან კლინიკაში. პაციენტები პროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში გადავლენ. ამ ეტაპისთვის საველე ჰოსპიტალი დარეზერვდება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მივიღებთ“, - აცხადებს დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი ლევან კუჭუხიძე.