ბავშვებს კორონავირუსით გამოწვეული სერიოზული სიმპტომების განვითარების დაბალი რისკი აქვთ,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტი უფრო ადვილად გადამდებია მოზრდილებსა და ბავშვებში. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით სულ
უფრო და უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზება.
„ბავშვებს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი არ აქვთ. რაც მათ აქვთ, ეს ინფიცირების სერიოზულობის დაბალი მაჩვენებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტი ბავშვია ჰოსპიტალიზებული, რადგან „დელტა“ ვარიანტი უფრო ადვილად გადამდებია მოზრდილებსა და ბავშვებში“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.