ნორმალურ ქვეყანაში ეგ სამი კანდიდატი ბოლო ადგილზე გავიდოდა, ცუდია, რომ მათ ფავორიტობაზე პიარს ჟურნალისტები აკეთებთ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში ოთხი პარტიის მიერ წარდგენილმა თბილისის მერობის კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ მიგეღოთ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თანაც იმ ფონზე, როდესაც სამი გამოკვეთილი ფავორიტია და მთავარი ბრძოლა მათ შორის იქნება?
_ საერთოდ ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტები აკეთებენ ასეთ პიარს, რომ სამი ფავორიტია და პირდაპირ იმ სამ ადამიანს წერენ. რატომ არის სამი ფავორიტი?! მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში 16 კანდიდატიდან ეგ სამი უნდა გავიდეს ბოლო ადგილზე.
კალაძეთი დავიწყოთ – ძველმა მერმა უგულავამ თქვა, რომ რა ბრალდებაც მე წამიყენესო, ეგ კალაძეზეც რომ გავრცელდეს, მასაც მოუწევს ციხეში ყოფნა, რადგან მას მილიარდნახევარი აქვს გახარჯულიო. მაგალითად იგივე ინგა გრიგოლია აკეთებს მოწოდებას პირდაპირ ეთერში, რომ სამი მთავარი კანდიდატია. ე. ი. მომავალ ოთხ წელში ისევ პარტიულ აქტივზე უნდა გაიცეს მილიარდნახევარი კალაძის მხრიდან?! თბილისის მერიაში ლონდონის მერიაზე მეტი ადამიანი რომ არის დასაქმებული, ასე უნდა იყოს?! პირიქითი კამპანია უნდა იყოს, რომ ეს სამი არა და დანარჩენი – 13-დან აირჩიეთო. ნორმალურ ქვეყანაში ასე იქნებოდა და კალაძეც ვერ გაბედავდა კანდიდატურის დაყენებას.
ავიღოთ გახარია. გახარიას დროს დაიწყო კორუფციის ბუმი საქართველოში. დღეს რომ კორუფცია ყვავის, ეს ზაზა ხატიაშვილის ბრალია?! ჩემი აზრით, გახარია იყო მოურავი. მე არ მიშვებენ სატელევიზიო ეთერში.