ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რადგან პირადი ხასიათის სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ, და მინდოდა ეს არ ყოფილიყო ნომერ პირველი ახალ ამბებში. პირადი ახლა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მთავარი ახლა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიცვას არჩევნების შედეგები მეორე ტურშიც და მიღწეულ იქნეს ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სურს“, - აცხადებს ლიზა იასკო.მან მიმართვაში „ჰეითერებსაც“ უპასუხა და აღნიშნა, რომ აფასებს მიხეილ სააკაშვილის გამბედაობას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში გამოიჩინა და საქართველოში სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნდა.
„ვიცი, რას ნიშნავს, როცა კვდები საკუთარი ქვეყნისთვის. ვიცი, როგორ შეუძლია ამის გაკეთება ადამიანს, რომელიც მიყვარს. მისი საქციელი ძალიან დასაფასებელია და დიდ პატივისცემას იმსახურებს“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.
სააკაშვილის მეუღლემ, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა.
მან გაამხნევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს გვერდით დგას.