„მინდა ყველამ დაიმახსოვროს დღევანდელი დღე, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს უკამათოდ გამოუშვებენ ციხიდან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ქვეყანა 2011 წლის რეალობაში დაბრუნდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი 6 წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს დღევანდელი დღე, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს უკამათოდ გამოუშვებენ ციხიდან.
„პატრიოტთა ალიანსმა“ პირდაპირ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას. ჩვენ, მეგობრებო, დავბრუნდით 2011 წლის რეალობაში. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მოქმედებებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და ვიმოქმედებთ ძალიან აქტიურად,“- განაცხადა ინაშვილმა.