რომის პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა იმ „მწუხარებასა და ტკივილზე,“ რაც გამოწვეულია საფრანგეთის კათოლიკე სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო. აღნიშნული ძალადობის ფაქტების შესახებ ამ კვირაში საგამოძიებო მასალების თანახმად მოხსენებაში გამოვლინდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.„მსურს გამოვხატო დაზარალებულთა მიმართ ჩემი მწუხარება და ტკივილი, ასევე ჩვენი სირცხვილი, დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის უუნარობის გამო“ - რომის პაპი
რომის პაპის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი წუხს იმის გამო, რომ საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობისგან.მისი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კომისიამ გამოაქვეყნა ამომწურავი ანგარიში, რომელიც ავლენს 1950-იანი წლებიდან მოყოლებული 70 წლის განმავლობაში ბავშვთა მიმათ სექსუალურ ძალადობას საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში.
დადგენილია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, რომლებიც სასულიერო პირებმა და ეკლესიასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, არის დაახლოებით 330,000.
„მსურს გამოვხატო დაზარალებულთა მიმართ ჩემი მწუხარება და ტკივილი იმ ტრავმის გამო, რაც მათ განიცადეს და ეს ჩემი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის უუნარობის გამო, რადგან შეშფოთების ცენტრში დროულად არ მოექცა ეს ფაქტი“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ფრანცისკემ საფრანგეთში მყოფი კათოლიკეები მიიწვია, რომ „აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეკლესია იყოს უსაფრთხო სახლი ყველასთვის“.
მან, ასევე, მოუწოდა სასულიერო პირებს, გააგრძელონ მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი სიტუაციები „არ განმეორდეს“ და ფრანგ მღვდლებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა „ამ მძიმე, მაგრამ ჯანსაღ სასამართლო პროცესზე“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეკლესიისათვის ეს არის სკანდალი, რომელმაც ბოლო 20 წლის მანძილზე მთელი მსოფლიო შეძრა.