ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი, 26 წლის ლუკა ალიბეგრაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ილიას უნივერსიტეტი ავრცელებს.
ალიბეგაშვილი სამი წლის განმავლობაში მწვავე მიელოიდურ ლეიკემიასა და მისგან გამოწვეულ პროცესებს ებრძოდა.
ლუკა ალიბეგრაშვილის გადასარჩენად ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და უცხო ადამიანები ფულს 2 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.