მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შეიძინა რამდენიმე ქილა თაფლი და ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა.
“ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა კურიერთან”.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.
მისი უფლებადამცველების თქმით, ექსპრეზიდენტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და მისი მიღება დაიწყო. რაც დღეს დაადასტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა.