ქარბორბალა და ცუნამი ტრიალებს, მას მიშა ჰქვია, რომელიც წალეკავს ამ სიბინძურეს და სიმახინჯეს, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ იხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა,
“ერთი საიდუმლო მინდა ვუთხრა ივანაშვილს, დიახ ივანაშვილს – ჯოჯოხეთის კარი ძალიან ფართედ არის ღია. გაუბერე ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის. მე არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უსინდისობა, გაუტანლობა, კორუფცია და გარეწრობაა. ქართველობა ფულის წაგლეჯვა და ბინის აშენება არ არის, სულის მდგომარეობაა, სიყვარულის, თავდადების და ერთგულებისაა. მოგვიკლეს ზვიადი და ახლა უნდათ, რომ მოგვიკლან მიშა. ქართველებო არ გააკეთოთ ეს. რამდენ ქვეყანას და რამდენ ერს აქვს სახელმწიფო თუ იცით? დედამიწაზე 600-მდე ერია და მხოლოდ 200-მდე ერს აქვს სახელმწიფო, რომლის აშენებაშიც ლომის წვლილი შეიტანა ჩვენმა მიშამ, ჩვენმა დიდმა პრეზიდენტმა.
ბიძინა დაითვალე თავები, შენ არითმეტიკის მეტი არაფერი არ იცი, ფული, მაყუთი – მეტი არაფერი არ იცი. სენ მდიდარი არ ხარ, ფულიანი ხარ. მდიდრები ჩვენ ვართ”, – განაცხადა გია ბუღაძემ.