2022 წლის იანვრიდან ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთან დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა პრემიერმა.