ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფფინგზე აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, კვლავ რჩება ორი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართული ონცებისა“ და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოებული.
ასევე მან ამომრჩევლებს პროცესის დასრულებამდე დარჩენილი დროის მაქსიმალუად გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ჩვენს ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა გამოვრიცხოთ რევანშისტური ძალის გამარჯვება, თუნდაც იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. ვფიქრობ, პარტიულ აქტივს სწორი მონაცემები აქვს და არჩევნების შედეგებს რომ გავიგებთ, მივხვდებით, ამას რატომ ვსაუბრობდით. ამომრჩეველს მოვუწოდებთ, არ დავუშვათ რისკი არცერთ მუნიციპალიტეტში. ორ საათზე ნაკლებია დარჩენილი ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე და აქტივობის შემთხვევაში, ორ ოლქშიც გამოირიცხება რისკები და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე. არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს არ დავასახელებ. ორი მუნიციპალიტეტია ასეთი და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობა მართებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.