ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებას ქვეყნის წინსვლა და განვითარება სურს.
„მადლობა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის, პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის - მათ სურთ არა ქაოსი, არეულობა, რეგრესი, არამედ სურთ თავისუფლება, ღირსება, წინსვლა და განვითარება ჩვენი ქვეყნის, ქალაქებისა და სოფლების“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 57,2% კახა კალაძეს აქვს, ნიკანორ მელიას კი - 42,8%.