გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ტერიტორიიდან იუწყება, ადგილზე სატვირთო მანქანით სავარაუდოდ, სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე.
გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.