საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების პროცედურების დაწყების შესახებ და მას დეზინფორმაციას უწოდებს, - ამის შესახებ „IMEDINEWS“-ს საგარეო უწყებაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა.
შეგახსენებთ, რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბელარუსის ხელისულება უახლოეს მომავალში გეგმავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ბელარუსის პარლამენტშია შეტანილი.