“ვნახოთ ვინ ვის დაღლის და ვნახოთ როდემდე ჩადგება აქ პოლიციის გაძლიერებული კორდონი.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოშიმშილეები ძალით გამოიყვანეს, მაინც აპირებენ, სხდომათა დარბაზში შევდნენ:
“მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალის გამოყენებით გამოათრიეს მოშიმშილეები და გამომათრიეს მეც, მაინც ვაპირებთ, დავიკავოთ სხდომათა დარბაზი. ვნახოთ, ვინ ვის დაღლის და ვნახოთ, როდემდე ჩადგება აქ პოლიციის გაძლიერებული კორდონი. ყველამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, არალეგიტიმური საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს, რაც არის კანონდარღვევა. არ აქვს ამის უფლება, იმიტომ, რომ არ აქვს უფლებამოსილება, რომელმაც უნდა მიიღოს ეს.” – განაცხადა წითლიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის საკრებულოში ხმაური იყო – სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე წევრებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.