მორიგი შეიარაღებული თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნიღბიანი პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"ტვ პირველი" დეტალებს არკვევს. შსს ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.