სააკაშვილისგან დღეს მოვისმინეთ ტყუილების კასკადი. ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავდა, დღეს ურცხვად და უკმეხად ამბობს, რომ მან არაფერი იცოდა დარბევის შესახებ და დილით ტელევიზორიდან გაიგო, რომ ხალხს არბევდნენ, ხოცავდნენ, აკავებდნენ, წამლავდნენ გაზებით და ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა მისი რეზიდენციიდან 100-200 მეტრში, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სააკაშვილი თავხედურად და ურცხვად ატყუებს სრულიად საქართველოს და ამბობს, რომ მან თურმე არ იცოდა, როგორ არბევდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც სუფთა ხელებითა და წრფელი გულით ლამობდნენ მხოლოდ ერთ რამეს - თავისუფლებას, ცვლილებებს ამ ქვეყნისთვის და სხვას არაფერს. დღეს სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა შს მინისტრი და ის იყო საქმის კურსში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ვის სჯერა ეს?“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.